вторник, 21 октября 2014 г.

ექსკურსია-უფლისციხე, ატენის სიონი

   „არ გავცვლი სალსა კლდეებსა

უკვდავებისა ხეზედა…!
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს 
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა…!
ამ სულისკვეთებით იწყება VIII-2  კლასის მოსწავლეების საქართველოს კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით ტკბობა 2014-2015 სასწ. წლის დასაწყისში.

8 მეორე კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ 12 ოქტომბრის გათენებას. და აი, დადგა ის ნანატრი დღეც. მზიანი დილა გათენდა. გავემგზავრეთ სასკოლო ექსკურსიაზე  უფლისციხე-ატენის სიონი .
        ექსკურსიის მიზანი იყო ეროვნული კულტურის უკეთ გაცნობა, სასწავლო პროცესის გახალისება.
       თბილისიდან გორის მიმართულებით გავემგზავრეთ…მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა უფლისციხის ხუროთმოძღვრულმა კომპლექსმა–ანტიკურმა ქალაქმა, რომელიც კლდეშია ნაკვეთი. . ქალაქი ჩვ.წ.აღ–მდე I ათასწლეულით თარიღდება... აქ შემორჩენილია სხვადსხვა ტიპისა და დანიშნულების ქვაბულები, ქვაში ნაკვეთი გზების ფრაგმენტები, თავდაცვითი თხრილი და საიდუმლო გვირაბი...    იგი იხსენიება წერილობით წყაროებში VII საუკუნეში. მისი ძირითადი ნაწილი გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ ხანაში. დავათვალიერეთ დარბაზები, სხვადასხვა ნაგებობანი, მიწისქვეშა თონეები, სატუსაღო, უძველესი აფთიაქი, თეატრი, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და ა. შ  
     მოვინახულეთ და მოვილოცეთ, აგრეთვე, გორთან ახლოს მდებარე VII საუკუნის ტაძარი, ატენის სიონი... ტაძარი გამოირჩევა მდიდრული ბარელიეფებით და კედლებზე არსებული უძველესი წარწერებით.  მოსწავლეები მოიხიბლნენ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ატენის სიონის სიდიადით, ტაძრის კედლებზე შემორჩენილი სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერითა და მინაწერით. (მიმდინრეობს რესტავრაცია).
    დღის ბოლოს შევისვენეთ სოფ. ატენში, მდინარის პირას. ვისადილეთ, გავერთეთ.საღამოს შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდით თბილისში.