среда, 7 июня 2017 г.

დაშბაშის კანიონი 10 კლასი

         2017 წლის 3 ივნისს, ვიყავით ექსკურსიაზე დაშბაშის კანიონზე ამ დღეს მე და ჩემი კლასელები  მოუთმენლად ველოდებოდით. სანამ კანიონზე წავიდოდით მოვინახულეთ ულამაზესი ბერთას მონასტერი რომელიც ცნობილია სასწაულმოქმედი კალმახებით. სამწუხაროდ კალმახები ჩვენი კლასიდან მხოლოდ ორ ბავშვს შეეხო  ხელზე დანარჩენთან უბრალოდ არმოისურვეს მისვლა.  
          ბერთას მონასტრის შემდეგ წავედით დაშბაშის კანიონზე, სიტყვებით აღწერა ძალიან ცოტა იქნება იმ სილამაზესთან რაც იქ იყო. გზა საკმაოდ დამღლელი იყო,  მაგრამ რაც ქვემოდ დაგვხვდა უბრალოდ წარმოუდგენლად ლამაზი იყო.



                 

                კანიონზე ყველა გაერთო დიდი თუ პატარა,  ვიბანავეთ, ვიცელქეთ, გავერთეთ, და ამის შემდეგ ისევ ამოვედით ზემოთ საჭმლის დაჭმელად. იქაც რათქმაუნდა ბევრი ვიხალისეთ შევწვით მწვადები და ვიქეიფეთ. ამის შემდეგ წამოვედით სახლში მარშუტკაში  ვმღეროდით, ვცანცარებდით, ვთამაშობდით, ვცეკვავდით და ასე სიცილ-ლაღლღით წამოვედით თბილიში.





















вторник, 21 октября 2014 г.

ექსკურსია-უფლისციხე, ატენის სიონი

   „არ გავცვლი სალსა კლდეებსა

უკვდავებისა ხეზედა…!
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს 
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა…!
ამ სულისკვეთებით იწყება VIII-2  კლასის მოსწავლეების საქართველოს კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით ტკბობა 2014-2015 სასწ. წლის დასაწყისში.

8 მეორე კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ 12 ოქტომბრის გათენებას. და აი, დადგა ის ნანატრი დღეც. მზიანი დილა გათენდა. გავემგზავრეთ სასკოლო ექსკურსიაზე  უფლისციხე-ატენის სიონი .
        ექსკურსიის მიზანი იყო ეროვნული კულტურის უკეთ გაცნობა, სასწავლო პროცესის გახალისება.
       თბილისიდან გორის მიმართულებით გავემგზავრეთ…მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა უფლისციხის ხუროთმოძღვრულმა კომპლექსმა–ანტიკურმა ქალაქმა, რომელიც კლდეშია ნაკვეთი. . ქალაქი ჩვ.წ.აღ–მდე I ათასწლეულით თარიღდება... აქ შემორჩენილია სხვადსხვა ტიპისა და დანიშნულების ქვაბულები, ქვაში ნაკვეთი გზების ფრაგმენტები, თავდაცვითი თხრილი და საიდუმლო გვირაბი...    იგი იხსენიება წერილობით წყაროებში VII საუკუნეში. მისი ძირითადი ნაწილი გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ ხანაში. დავათვალიერეთ დარბაზები, სხვადასხვა ნაგებობანი, მიწისქვეშა თონეები, სატუსაღო, უძველესი აფთიაქი, თეატრი, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და ა. შ  
     მოვინახულეთ და მოვილოცეთ, აგრეთვე, გორთან ახლოს მდებარე VII საუკუნის ტაძარი, ატენის სიონი... ტაძარი გამოირჩევა მდიდრული ბარელიეფებით და კედლებზე არსებული უძველესი წარწერებით.  მოსწავლეები მოიხიბლნენ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ატენის სიონის სიდიადით, ტაძრის კედლებზე შემორჩენილი სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერითა და მინაწერით. (მიმდინრეობს რესტავრაცია).
    დღის ბოლოს შევისვენეთ სოფ. ატენში, მდინარის პირას. ვისადილეთ, გავერთეთ.საღამოს შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდით თბილისში.    





     












воскресенье, 8 июля 2012 г.

ინტეგრირებული გაკვეთილის შესახებ


     2012  წლის 7 ივნისს  143–ე სკოლის V2 კლასში ჩატარდა ინგლისური ენისა და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი. პედაგოგები:  მათემატიკა–თამარ ბუაჩიძე; ინგლისური–ეთერ დემეტრაძე.
   პროექტი მოიცავდა გაკვეთილზე, სხვადასხვა ტიპის მათემატიკის ამოცანების ინგლისურ ენაზე გააზრებას, ქართულად ჩამოყალიბებას და ამოხსნას. გაკვეთილზე  ასევე გამოიყენებოდა დამხმარე საკლასო საშუალებები, პროექტორი. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი – ოთხი ჯგუფი. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, როგორც ინგლისურის, ასევე მათემატიკის ცოდნაში. საგნის პედაგოგებმა მივიჩნიეთ, რომ გაკვეთილმა გაამართლა მოლოდინი და გადავწყვიტეთ მომავალშიც გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ამ გზით.

ექსკურია დმანისი–ტანძია


                10 ივნისს ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და მშობლები, რა თქმა უნდა მათთან ერთად მეც, მასწავლებლები: ხელოვნების–ლალი ყეინაშვილი და ინგლისურის–ეთერ დემეტრაძე,  წავედით  ექსკურსიაზე  მარშრუტით:   თბილისიდმანისის სიონი, ნაქალაქარი – ტანძია.  ბავშვებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ამ ლამაზი კუთხის შესახებ და ქართულ  და ინგლისურ  ენებზე  საუბრობდნენ ამ მხარის შესახებ, გამართეს საინტერესო პრეზენტაცია .
    მარნეული
ქალაქ
მარნეულის შესასვლელთან, ხელმარცხნივ, მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებაკიდევაც დაიზრდებიანარის აღმართული. მგლის ბოკვერების მსგავს ტიტლიკანა ბიჭუნებს ხელთ ხმალი უპყრიათ და ასე იცავენ დედის სინდის--ნამუსს. ეს ქანდაკება ზემოდან დასცქერის მდინარე ალგეთს, რომელიც მდინარე მარნეულს უერთდება. მარნეული ქვემო ქართლში, რუსთავის შემდეგ ყველაზე დიდი და სამრეწველო ქალაქია. მდინარე ალგეთი გადავკვეთეთ და ბოლნისისაკენ ავიღეთ გეზი. შემდეგ მდინარე ხრამის ველებზე გადავედით, რომელიც გამორჩეულია ქვემო ქართლში, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი მებოსტნეობის რეგიონი. ეს ველები ირწყვება მდინარე ხრამიდან გამოყვანილი არხით.
   დმანისი (ნაქალაქარი)
ცენტრალური
გზიდან მივამართებით დმანისის ნაქალაქარისაკენ. ხელმარცხნივ მოჩანს ვახტანგ VI-ის მიერ გაყვანილი დღემდე მოქმედი უძველესი სარწყავი არხი. მთავარი გზიდან მარჯვნივ გზა მიემართება დმანისის რაიონული ცენტრისაკენ. მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას ჩვენგან მარჯვნივ აღიმართა დმანისის უძველესი და უძლიერესი ქალაქი. ციხე-ქალაქამდე მიმავალი გზის ორივე მხარეს აღმართულია ულამაზესი ვულკანური წარმოშობის მთები, რომელთა კალთებზეც გარინდულა 2 მილიონიანი წლის ისტორია. არქეოლოგიური გათხრები ამბობენ, რომ დმანისის ადგილას ნასახლარი 2 ათასი წლის წინ გაჩნდა, ხოლო განვითარებულ ფეოდალურ პერიოდში დმანისი იქცა უდიდეს სამეფო ქალაქად. ნაქალაქარი 13 ჰექტარზეა განფენილი მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების კუთხეში. სამი მხრიდან შვეული კლდე ესაზღვრება, ხოლო დასავლეთის მხრიდან შემოზღუდულია გალავნით. გალავნის ჩრდილოდასავლეთ კუთხეში ქალაქის მთავარი ციტადელია აღმართული, რომლის შიგნით ნანგრევებია შემორჩენილი. როგორც ყველი მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს, დმანისსაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი,რომელიც ციხეს მდინარე მაშავერასთან აკავშირებდა. ეს გვირაბი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც არის შემორჩენილი. მნიშვნელოვანი და მთავარი ნაგებობა ნაქალაქარის ტერიტორიაზე დმანისის ერთნავიანი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია ეს მამათა მონასტერია, წარმოადგენს დმანისის ეპარქიას სადაც დღეს წინამძღვარი არის იღუმენი დოროთე, ხოლო მეუფე-- ზენონი. ტაძრის აღმოსავლეთით დიდი ციხე გოდოლია, ხოლო დასავლეთ კარიბჭეზე ლაშას მეფობის დროს მიშენებული ნაგებობაა. ეს ნაგებობა ხასიათდება შესანიშნავი ჩუქურთმით და მნიშვნელოვანი ლაპილარული წარწერებით.
       
  დმანისიზეზვასა და მზიას სამფლობელო
1.8 მილიონი წლის წინ დმანის-გომარეთს მიდამოებში მნიშვნელოვანი გეოლოგიური მოვლენა მოხდა.ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანების მოქმედების შედეგად ამოფრქვეული ლავა წამოვიდა ქვემო ქართლის ბარის მიმართულებით, შეავსო მაშავერას ხეობა და შექმნა მოსწორებული პლატო. ამ მიდამოშ მცხოვრები ადამიანთა ოჯახები სტიქიური უბედურების მსხვერპლი გახდა. არქეოლოგები ისტორიული პერიოდის ნამოსახლარს სწავლობდნენ და შემთხვსვით წააწყდნენ იმ სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ პირველყოფილ ადამიანთა ნაშთებს. აქ 1991 წელს აღმოჩენილი ადამიანის ქვედა ყბის ძვალი და შემდგომ მამაკაცისა და ქალის- ზეზვასა და მზიას თავის ქალები სენსაციური მოვლენა იყო, რომელმაც შეაზანზარა ადამიანის ოჯახის ხე. დმანისის ადამიენი ევროპეიდის უძველესი ნიმუშია, სიძველით ის მხოლოდ ავსტრალიოფითექს ჩამორჩება. ავსტრალიოფიტექს ნეგროიდის უძველეს ნიმუშად და წინაპრად მიიჩნევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ადამიანის წარმოშობის მთავარი კერაა მსოფლიოში.
         ტანძია
ვბრუნდებით ქალაქ ბოლნისში და ოციოდე კილომეტრის გავლის შემდეგ შევედით სოფელ ტანძიაში, სადაც დავათვალიერეთ დიდი მწერალი მეიგავეს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი და მათი კარის ერთ ნავიანი ეკლესია. ეს ეკლესია აშენებულია სულხან-საბა ორბელიანის მამის მიერ. სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი მშობლიური სახლი. ეზოშივე დგას სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი. ლიტერატურული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ორბელიანების ნასახლარზე ძეგლის წინ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს მისი იგავარაკების კითხვაში. ეზოდან ჩრდილოეთით დავინახეთ ფიტარეთის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც 1212-1222 წლებში არის აშენებული.
    ტანძიაში დიდხანს გავჩერდით, ბავშვებმა თამაშით და  ერთმანეთის მოსიყვარულებით გული იჯერეს.  დიდებიც და პატარებიც, კმაყოფილნი და ერთი ბედნიერი დღით დამტკბარნი გვიან დავბრუნდით შინ,იმ იმედით, რომ მომავალში გავაგრძელებთ ქართული კულტურის და ღირშესანიშნაობების მონახულებას, ერთად ვიმოგზაურებთ  და  უკეთ გავიცნობთ ჩვენს პატარა საქართველოს.