вторник, 3 апреля 2012 г.

ექსურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

დაგვემშვიდობა ზამთარი 
სუსხიანი და ჭაღარა,
მერცხალმა ფრთები გაშალა
და გაზაფხული გვახარა.  

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 1 აპრილს,ჩემი 

სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან და 

მშობლებთან ერთად 

 გ. ჩიტაიას სახელობის– ღია ცის ქვეშ მოწყობილ

მუზეუმს ვესტუმრეთ ჩვენი წინაპრების საცხოვრებელი

ადგილების გასაცნობად, სადაც თავმოყრილია 

საქართველოს ყველა კუთხის ძველი, ტრადიციული

სახლების და კოშკების ნიმუშები. ვნახეთ ძალიან 

ძველი,ამჟამად უკვე ისტორიული ნივთები.

 ისტორიის მასწავლებელი–ზურა ლეჯავა 

საინტერესოდ გვიამბობდა თითოეული კუთხის 

მახასიათებელ თავისებურებებზე.. მოსწავლეებმა 

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის 

დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, ავეჯი, 

ჭურჭელი  და სხვადასხვა  ხელსაწყო იხილეს. შემდეგ

 მეტეხის ტაძარში მოვილოცეთ და გაზაფხულის 

თბილი და ლამაზი დღე ყველასათვის საინტერესო და 

სასიამოვნო  მოგონებად დარჩა.

Комментариев нет:

Отправить комментарий